IDF: საზღვართან მომხდარი აფეთქების შემედეგ, ისრაელმა ლიბანის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ლიბანის საზღვართან აფეთქების შესახებ იუწყებიან.

არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფეთქებამ ისრაელ-ლიბანის საზღვართან, ჩრდილოეთ კიბუცის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების ღობე მცირედ დააზიანა.

მათივე ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ლიბანის ტერიტორიის მიმართულებით საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები