ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1799-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1799-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

აღნიშნულია, რომ დაშავებულთა რიცხვმა 6300-ს მიაღწია.

გარდა ამისა, დასავლეთ სანაპიროზე 44 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა.

რაც შეეხება ისრაელს, რომელსაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” დაესხა თავს, აქ დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები