ირანის ხელისუფლების ორგანიზებით, ქვეყანაში უკვე მეორე დღეა, პალესტინელი ხალხის და “ჰამასის” მხარდამჭერი დიდი დემონსტრაციები იმართება.
ამის შესახებ IRNA წერს.
აღნიშნულია, რომ მსვლელობაში მონაწილეებს პალესტინის და ლიბანური “ჰეზბოლას” დროშები უჭირავთ.
ისლამური სასულიერო პირები, რომლებიც დემონსტრაციას უძღვებიან, სკანდირებენ – „სიკვდილი ამერიკას!“ და “სიკვდილი ისრაელს!”