დაჯგუფება “ჰამასი” აცხადებს, რომ მათ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილ და ღაზას სექტორში გადაყვანილ მძევლებთაგან 13 დაღუპულია.
როგორც დაჯგუფებაში ამბობენ, ამის მიზეზი გახდა ისრაელის საჰაერო იერიშები.
მათი თქმით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
ღაზაში 150-მდე მძევალია.