“1931 წელს მოსკოვმა აფხაზეთს რესპუბლიკის სტატუსი ჩამოართვა, რომელ საკავშირო სახელმწიფოში შეერთებაზე საუბრობთ?” – აფხაზეთში არძინბას სიტყვებს აპროტესტებენ

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე თენგიზ ჯოპუა ​”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ინალ არძინბას განცხადებას გამოეხმაურა, რომ “რესპუბლიკა აპირებს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შეერთებას”. ამის შესახებ არძინბამ რუსული ტელევიზიით თქვა.

ჯოპუას თქმით კი, “აფხაზეთი ერთხელ უკვე იყო საკავშირო სახელმწიფოს ნაწილი”.

“აფხაზეთი ერთხელ უკვე იყო საკავშირო სახელმწიფოს ნაწილი. 1922 წელს აფხაზეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და გამოყოფის უფლებით. 1931 წელს კი მოსკოვმა, აფხაზი ხალხის ნების გარეშე, აფხაზეთს რესპუბლიკის სტატუსი ჩამოართვა და იძულებით შეგვიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზი ხალხის რომელ „ფუნდამენტურ ინტერესებზე“ საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი? რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? რატომ დავდეთ ამდენი სიცოცხლე თავისუფლების სამსხვერპლოზე და გავანადგურეთ ამდენი თაობა? სიტყვები არ მყოფნის”, – წერს ჯოპუა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები