პროგრამის – “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალავერდ ხვედელიანთან და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან – ირმა ჩიხრაძესთან ერთად, წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ნინო მეტრეველმა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის დირექტორმა – დალი რაზმაძემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, 11 მოსწავლე დაჯილდოვდა. წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით წელს საგრძნობლად გაიზარდა და ეს თითოეული პედაგოგის ფასდაუდებელი შრომის შედეგია.

ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები