ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ქალაქ ღაზას ყველა მაცხოვრებელს მოუწოდებენ, დატოვონ საკუთარი სახლები და სექტორის სამხრეთით გადავიდნენ „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ამის შესახებ IDF-ის წარმომადგენელმა, ჯონათან კონრიკუსმა X -ში ვიდეომიმართვის დროს თქვა.
„IDF მოუწოდებს ქალაქ ღაზას ყველა სამოქალაქო პირს, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დატოვონ სახლები და გადავიდნენ სამხრეთით ვადი-ღაზას რაიონში, როგორც ეს რუკაზეა ნაჩვენები“, – თქვა კონრიკუსმა.