ჟირინოვსკი: ხიზილალას ყოველდღე კოვზებით ვჭამთ და მიგვიფურთხებია თქვენი სანქციებისთვის (ვიდეო)

„ხიზილალას ყოველდღე კოვზებით ვჭამთ და მიგვიფურთხებია თქვენი სანქციებისთვის“, – ეს განცადება რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მოსკოვში დანილოვსკის ბაზარზე გააკეთა. კადრები ტელეკომპანია „ენ ტე ვე“-მ გაავრცელა. ჟირინოვსკი დასავლურ ლიდერებს მიმართავს და ამბობს, რომ რუსი ხალხი ხიზილალას საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე მიირთმევს.
გარდა ამისა, ჟირინოვსკი საკვების საერთაშორისო კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, კომიტეტის ხელმძღვანელი თავად იქნება, ქალაქებში საკვებსაც თვითონ მიიტანს და ფასებსაც გააკონტროლებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3CXAqAXFSiM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები