ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში ხორციელდება 9 კილომეტრამდე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, საგზაო ნიშნების და სანიაღვრე სისტემის გათვალისწინებით”, – ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ხდება, როგორც გრუნტის ისე ანაკრები რკინა ბეტონის კიუვეტების, მიერთებაზე და ეზოში შესასვლელებზე კი ლითონის ცხაურების და მილების მოწყობა, აგრეთვე რეაბილიტაცია უტარდება გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს.
სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 6 344 999, 66 ლარს შეადგენს.
პროექტი საბოლოო სახით მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ კომფორტულად გადაადგილდნენ.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები