გაერო რუსულ ენას საერთაშორისოს სტატუსს ჩამოართმევს
გაერო რუსულ ენას ორგანიზაციის ოფიციალური და სამუშაო ენის სტატუსს ჩამოართმევს, ამით კი ის საერთაშორისო ენადაც აღარ ჩაითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გაეროში აცხადებენ, რუსული ენა ამ ორგანიზაციის სამუშაო ენად გაეროს შექმნისას ყოფილი საბჭოთა კავშირის ზეწოლის ქვეშ გახდა.
გაეროს წარმომადგენლების თქმით, სინამდვილეში რუსული ენა არასოდეს იმსახურებდა ამ სტატუსს. უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც კი რუსული ენა ნაკლებად იციან და უფრო ინგლისურს ფლობენ. რუსული ენა უკრაინაში გადარჩა, თუმცა, ეს დროებითია, რადგან რუსულ-უკრაინულმა ომმა ორი ერის მეგობრობას ძლიერი დარტყმა მიაყენა, – წერს სტატიის ავტორი.
შესაბამისად, 5 წელიწადში რუსულ ენას მხოლოდ რუსეთში, ბელორუსიაში და ნაწილობრივ ყაზახეთში გამოიყენებენ, – ნათქვამია სტატიაში. ამიტომ გაერო რუსულ ენას ამ ორგანიზაციის სამუშაო ენის სტატუსს ჩამოართმევს. რუსული ენის ადგილი კი მომავალში, შესაძლოა, პორტუგალიულმა ან სხვა ენებმა დაიკავოს.