ქეთევან დუმბაძის სამუშაო შეხვედრა აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში

მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია. მწერალთა სახლის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა მუზეუმის დირექტორ ლეილა ალიევასთან და მის მოადგილესთან გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ქეთევან დუმბაძემ და ლეილა ალიევამ განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კოლაბორაციის შესაძლებლობა როგორც კლასიკოსი, ისე თანამედროვე მწერლების თარგმანებთან დაკავშირებით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები