გაერო: ღაზაში დევნილთა რიცხვი 338-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში 338 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები.

ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OHCA) განაცხადა.

ორგანიზაციის მონაცემებით, 11 ოქტომბრის საღამოსთვის დევნილთა რაოდენობა 75 ათასით გაიზარდა და 338 934-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ღაზას სექტორში სულ, დაახლოებით, 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ასევე, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში 51 ადამიანი დაიღუპა, 281 დაშავდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები