უკრაინელი ტერორისტები დონბასის მთელ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებენ

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერორისტები ამ ორი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობით გამოდიან, – წერს სააგენტო „ობოზრევატელი“.
„ჩვენ მკაცრად ვდგავართ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში საკუთარი სტატუსის განსაზღვრის პოზიციებზე“, – განაცხადა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრემიერმა ანდრეი პურგინმა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მინსკის პროტოკოლის თანახმად, დონბასის ტერიტორიის მესამედი ერთიანი უკრაინის შემადგენლობაში განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები