მედია: ერდოღანი „ჰამასთან“ 150 მძევლის გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასთან“ ღაზას სექტორის ტერორისტების მიერ გატაცებული 150 მძევლის გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Haberturk-ი იუწყება, ერდოღანი ინტენსიურად იყო ჩართული კონფლიქტის თავიდან აცილების საკითხში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთის ლიდერმა დასავლეთი ისრაელისთვის „ბრმად“ მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.