ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, როგორც გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
„ასეთი აღვირახსნილობა ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შემდეგ არ გვინახავს. ჩვენ მის წინააღმედეგ ძალიან მტკიცედ დგომას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მანვე დასძინა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ეგვიპტის გავლით ღაზის დატოვების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ ამაზე ისრაელს ვესაუბრებით. ვსაუბრობთ ეგვიპტესთანაც. ეს უწყვეტი საუბარია, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები თავის დასაცავად. უნდა დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი მუდმივი საფრთხე მოხსნილია. ასევე, მიმაჩნია, რომ ისრაელი უნდა დარწმუნდეს, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება“, – განაცხადა ბლინკენმა.