ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს უფლება აქვს თავდასხმებისგან თავი დაიცვას, ის მოელის, რომ „ჰამასის“ თავდასხმებზე პასუხი პროპორციული იქნება.
„ველი, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ისრაელის პასუხებს ვნახავთ, ისინი პროპორციული იქნება და მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთოთ, რათა უდანაშაულო სამოქალაქო პირების დანაკარგები აღვკვეთოთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.