IDF ლიბანიდან ისრაელის საჰაერო სივრცეში საეჭვო შეღწევის შესახებ იუწყება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ლიბანიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში სავარაუდო შეღწევის შესახებ შეტყობინება მიიღეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

„მიღებული იქნა შეტყობინება ლიბანიდან ისრაელის საჰაერო სივრცეში სავარაუდო შეღწევის შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული შეტყობინების შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში სირენების ხმა გაისმა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ და შემდგომ გაფრთხილებამდე იქ დარჩნენ.

7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლა და ოპერაცია ალ-აქსას დაწყება გამოაცხადა. ამ ფონზე ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია. IDF-ის ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ „რკინის ხმლები“ ეწოდა.

11 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიბანიდან მისი სამხედრო პუნქტის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი გაისროლეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ IDF-ის ტანკები ლიბანში „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო პუნქტებს თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები