რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეერთებული შტატები რეგიონში ავიამზიდთა ჯგუფის გაგზავნით ახლო აღმოსავლეთის წაქეზებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, საჭიროა კომპრომისული გადაწყვეტილებები და იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.
კრემლის მეთაურმა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, პალესტინელების საჭიროებებს არ ითვალისწინებდა.
„არ მესმის, რატომ მიაქვს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში. მე ნამდვილად არ მესმის აზრი. ისინი ლიბანის დაბომბვას აპირებენ თუ რა? ანუ, გადაწყვიტეს ვინმეს შეშინება? არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის აღარ ეშინიათ, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები აქეზებს სიტუაციას“, – განაცხადა პუტინმა.