აშკელონში “ჰამასის” რაკეტა საავადმყოფოს მოხვდა
“ჰამასის” მიერ ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა აშკელონში საავადმყოფოს მოხვდა.
ამის შესახებ ტელეკომპანია Kan-ი იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, ჭურვი “ბარზილაის” საავადმყოფოს მოხვდა.
შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.