ისრაელში შეერთებული შტატებიდან იარაღის პირველი პარტია უკვე ჩავიდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთით ნევათიმის საჰაერო ბაზაზე ამერიკული იარაღით პირველი თვითმფრინავი ჩავიდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა არის ომის დროს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაწილი“.

,,ისრაელზე “ჰამასის”  თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა “რკინის გუმბათისთვის” რაკეტები და საბრძოლო მასალა მოითხოვა, როგორც დაზღვევა იმ შემთხვევისთვის, თუ “ჰამასთან” ბრძოლა დროში გაიწელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები