ისრაელში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანია გაერთიანებული სამეფოს ურყევი სოლიდარობის გამოხატვა ისრაელის ხალხის მიმართ “ჰამასის” ტერაქტების შემდეგ.

ბრიტანელი მინისტრი თავდასხმებს გადარჩენილებს და ისრაელის მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ჯეიმს კლევერლი პირველი უცხოელი მაღალჩინოსანია, რომელიც ისრაელში ჩავიდა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” ისრაელის 22 დასახლებულ პუნქტში შეიჭრა, რასაც დღემდე 1200 მოქალაქე შეეწირა.

ხვალ, 12 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პირველი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები