“ჰამასში” ამტკიცებენ, რომ ბავშვებს არ ესვრიან

დაჯგუფება “ჰამასი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელელ ბავშვებს ეს ესვრიან.

ტერორისტები დასავლურ მედიას მოვლენების ზუსტი გაშუქებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ​„სიონისტურ ნარატივს მხარი ბრმად არ უნდა დაუჭირონ, რადგან ის სავსეა ტყუილითა და ცილისწამებით“.

ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ჰამასის” და “ალ-ქასამის ბრიგადების” მებრძოლების სამიზნე “სიონისტური სამხედრო და უსაფრთხოების სისტემებია”.

10 ოქტომბერს ღაზას მოსაზღვრე კიბუცში ფარაზში ჟურნალისტები დაუშვეს, სადაც ნაპოვნია “ჰამასის ” მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ათობით ცხედარი, მათ შორის 40-მდე ბავშვია, რომლებიც არიან ნაწამები, ზოგიერთ მათგანს კი თავები აქვს მოკვეთილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები