ბოლნისის მერიაში, სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების საჭიროებათა კვლევის საჯარო განხილვა მოეწყო

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვის დანერგვა საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, გამართულ განხილვაზე საჭიროებათა კვლევის პრეზენტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა წარადგინა.

საჯარო განხილვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

პროექტის პირველ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტს, სოციალური პოლიტიკისა და სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებათა კვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები გაუზიარა. პროექტის ფარგლებში, ასევე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საჭიროებათა კვლევა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები