ზელენსკიმ დასავლეთს ისრაელის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, გაერთიანდნენ ისრაელის ხალხის გარშემო, როგორც ეს რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის გარშემო გააკეთეს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მისვლის დროს თქვა.

„მე მოვუწოდებ ლიდერებს, ჩავიდნენ ისრაელში ხალხის მხარდასაჭერად, უბრალოდ ხალხის, მე არ ვსაუბრობ არცერთ ინსტიტუტზე, მხოლოდ იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს დაექვემდებარნენ“, – თქვა მან.

ნატოს შტაბ-ბინაში ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.

10 ოქტომბერს ზელენსკი რუმინეთში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები