“წარმოიდგინეთ სატელეფონო ზარი შვილისგან ყვირილით, რომ ტერორისტები ესვრიან მის მანქანას, შემდეგი სატელეფონო ზარი მეორე შვილისგან, რომელსაც სახლში შემოვარდნილი ტერორისტები ესვრიან” – ისრაელის საელჩო

“წარმოიდგინეთ სატელეფონო ზარი შვილისგან ყვირილით, რომ ტერორისტები ესვრიან მის მანქანას. ახლა წარმოიდგინეთ შემდეგი სატელეფონო ზარი მეორე შვილისგან, რომელიც ჩაკეტილია უსაფრთხო ოთახში, თქვენს სახლში შემოვარდნილი ტერორისტები კი ესვრიან მას”,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არის ის, რაც ერეზ ქოენმა განიცადა ამ კვირაში.

საბედნიეროდ, ორივე ვაჟი გადარჩა. ერთი მათგანი დაჭრილია, მდგომარეობა სტაბილურია და იგი საავადმყოფოში მკურნალობს”, – წერს საელჩო.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები