წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს.

“ამ დილით ჭალეში ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
ოჯახის ყველა წევრი უვნებლად გადარჩა”, – წერს ბელქანია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია, მომხდარის შედეგად კი ერთმა ადამიანმა მცირედი დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები