სდეროთში რაკეტები 4 შენობას მოხვდა – “ჰამასი” ისრაელზე იერიშს აგრძელებს

დაჯგუფება “ჰამასი” ისრაელის ტერიტორიაზე იერიშს აგრძელებს.

The Times of Israel-ი წერს, რომ ცოტა ხნის წინ სდეროთში რაკეტები 4 შენობას მოხვდა.

გამოცემის ინფორმაციით, ერთმა ადამიანმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.

Magen David Adom-ის სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ 40 წლამდე მამაკაცს უწევენ დახმარებას, რომელიც რაკეტების ნამსხვრევისგან დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები