Haaretz: ისრაელმა “ჰამასის” სამხედრო ფრთის მეთაურის სახლი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასის” სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მეთაურის, მუჰამედ დეიფის სახლი დაბომბეს.

ამის შესახებ Haaretz-ი პალესტინის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ხან იუნისში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, არ გამორიცხავენ ბოევიკის მამის, ძმის, შვილების და სხვა ნათესავების დაღუპვას.

თავად დეიფის ადგილსამყოფელი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, ღაზაში გვირაბების ლაბირინთში იმალებოდეს, სადაც, ზოგიერთი ცნობით, ბოევიკების მიერ დატყვევებული ისრაელელებიც იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები