„აშკარა ბოროტების აქტი“ – ბაიდენი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმებზე
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმები დაგმო და მას „აშკარა ბოროტების აქტი“ უწოდა.
როგორც მან აღნიშნა, ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე.
„ისრაელის მოსახლეობა განიცდის ნამდვილ ბოროტებას „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის სისხლიანი ხელებისგან. ჯგუფისგან, რომლის არსებობის გაცხადებული მიზანიც ებრაელთა დახოცვაა“, – განაცხადა ბაიდენმა.