ერდოღანი: პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაცია ერთ კვირაში არ დასრულდება
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაცია ერთ-ორ კვირაში არ დასრულდება.
მისი თქმით, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ძალისხმევა.
„ჩვენი შეშფოთება ძალიან, ძალიან დიდია. არ მგონია, რომ ყველაფერი ერთ კვირაში და 15 დღეში დასრულდება. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რეგიონისა და მსოფლიოს ლიდერებთან. ჩვენ ვფიქრობთ შუამავლობაზე ომის შეჩერების მიზნით“, – აღნიშნა ერდოღანმა ანკარაში, ავსტრიის კანცლერთან გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.