უკრაინულ-რუსული საზღვრის 100 კილომეტრზე მეტს „ბოევიკები“ აკონტროლებენ
უკრაინულ-რუსული საზღვრის 100 კილომეტრზე მეტი „ბოევიკების“ კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
„დღესდღეისობით უკრაინულ-რუსული საზღვრის 100 კილომეტრზე უფრო გრძელ მონაკვეთს ტერორისტები და „ბოევიკები“, ასევე რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფები აკონტროლებენ. რაც შეეხება საზღვრის სხვა მონაკვეთებს, ისინი უკრაინის სამხედროების და კონცენტრირებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. სამხედროები რუსული ქვედანაყოფების გადაადგილებას აკვირდებიან და მანდ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევისთვის იმყოფებიან. ჯარების კონცენტრირება არ ხდება, ყველანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და თავდაცვის პოზიციას ინარჩუნებენ “ , – განაცხადა ლისენკომ.