„ჰამასი“ არაბულ ქვეყნებს ღაზას სექტორისთვის თანხების გამოყოფისკენ მოუწოდებს

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ არაბულ ქვეყნებს ღაზას სექტორის მხარდასაჭერად სახსრების გამოყოფისკენ მოუწოდა.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჰანიემ ოპერაცია „ალ-აქსას“ წარღვნის შესახებ პოლიტიკური მემორანდუმი არაბული ქვეყნების პრეზიდენტებსა და ლიდერებს და არაბული სახელმწიფოების ლიგის (LAS) გენერალურ მდივანს, აჰმედ აბულ გეიტს გაუგზავნა.

„მემორანდუმში მოძრაობის ხელმძღვანელმა ჩვენს არაბულ სახელმწიფოებს სთხოვა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიცავს ჩვენი ხალხის უფლებებს ოკუპაციის წინააღმდეგ და მათ უფლებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ, ასევე გამოყონ ბიუჯეტი ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად ღაზას სექტორში“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები