Al Jazeera: “ჰამასი” პარასკევს “საყოველთაო მობილიზაციისკენ” მოწოდებით გამოდის
“ჰამასი” არაბულ და მუსულმანურ სამყაროს პალესტინელების მხარდასაჭერად პარასკევს “საყოველთაო მობილიზაციისკენ” მოუწოდებს.
ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მოძრაობაში აცხადებენ, ეს დღე აღინიშნება, როგორც “ალ-აქსას წყალდიდობის პარასკევი” და ღონისძიების მიზანი იქნება პალესტინელი ხალხის მხარდაჭერა “ისრაელის ღია სამხედრო ოკუპაციის ფონზე”.
“ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს დაწყებულ ოპერაციას “ალ-აქსას წყალდიდობა” უწოდა.
მოძრაობა ასევე მოუწოდებს დასავლეთ სანაპიროზე მყოფ ახალგაზრდა პალესტინელებს, ისრაელელ ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ.