“ჰამასი” მძევლებზე მოლაპარაკებას საომარი მოქმედებების დასრულებამდე არ აპირებს
“ჰამასის” პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ დაჯგუფება ისრაელთან მძევლების შესახებ მოლაპარაკებას საომარი მოქმედებების დასრულებამდე არ გამართავს.
ამის შესახებ BBC წერს.
„ყველა მხარეს ვაცნობეთ, ვინც მოგვმართა მტრის ტყვეებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობის ზონაშია დაკავებული, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყება საომარი მოქმედებების დასრულებამდე და ისინი გაიმართება მხოლოდ იმ ფასად, რასაც წინააღმდეგობა დათანხმდება,” – თქვა მან.
ისრაელის მონაცემებით, “ჰამასის” ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანია.