ჯანმო მხარეებს მოუწოდებს, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფანი შექმნან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოწოდებით გამოდის, შეიქმნას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფანი.

”ჯანმო მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს… საჭიროა ჰუმანიტარული დერეფანი, რათა მივაწოდოთ ადამიანებს კრიტიკულად აუცილებელი სამედიცინო საშუალებები”, – განაცხადა ჯანმოს სპიკერმა, ტარიკ იასარევიჩმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზას ჯანდაცვის ობიექტებზე 13 თავდასხმა მოხდა და რომ სამედიცინო მარაგი უკვე გამოყენებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები