პოროშენკომ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი გმიზა დაითხოვა. შესაბამისი განკარგულება დღეს, 9 სექტემბერს გამოქვეყნდა. გმიზა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძრვანელის პოსტს 2010 წლის 17 აგვისტოდან იკავებდა. პოროშენკომ მისი დათხოვნის მიზეზები არ დააკონკრეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები