“ხელს ვუკოცნით მათ, ვინც ისრაელს დაესხა თავს” – ირანის აიათოლა ჰამენეი

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი არ მონაწილეობდა ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმაში, მაგრამ მიესალმა ისრაელის “გამოუსწორებელ” სამხედრო მარცხს და დაზვერვის ჩავარდნას.

ამის შესახებ მან ტელევიზიით გამოსვლისას თქვა.

„ვუკოცნით ხელებს მათ, ვინც დაგეგმა სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა. ამ დამანგრეველმა მიწისძვრამ ისრაელში რამდენიმე კრიტიკული სტრუქტურა გაანადგურა, რომელთა აღდგენა ადვილი არ იქნება. ამ კატასტროფაში თავად სიონისტური რეჟიმის ქმედებებია დამნაშავე”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები