რაში შეიძლება, გამოიხატებოდეს პალესტინის მიმართ მოსკოვის მხარდაჭერა – პესკოვმა კადიროვის სიტყვები განმარტა

რუსეთი ინარჩუნებს ურთიერთობას პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ორივე მხარესთან, მას აქვს ხანგრძლივი კავშირები პალესტინელებთან, მაგრამ ასევე აქვს ურთიერთობა ისრაელთან, სადაც ბევრი თანამემამულე ცხოვრობს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვს სთხოვეს რამზან კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ისტორიული კავშირები პალესტინელებთან, ვაგრძელებთ კონტაქტებს. ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მაღალ დონეზე. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ  გვაქვს ჩვენი ურთიერთობა ისრაელის სახელმწიფოსთან, რომელთანაც ასევე ბევრი რამე გვაერთიანებს. პირველ ყოვლისა, ამ სახელმწიფოში ცხოვრობს ჩვენი თანამემამულეების დიდი რაოდენობა. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვინარჩუნებთ ურთიერთობას კონფლიქტის ორივე მხარესთან“, – თქვა მან.

კითხვაზე, რაში შეიძლება, გამოიხატებოდეს პალესტინის მიმართ მოსკოვის მხარდაჭერა, კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ “კონტაქტები მყარდება კონფლიქტის მოგვარების ფორმატების მოსაძებნად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები