რუსებმა ხმელთაშუა ზღვიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაადასტურეს
არმავირის რადიოტექნიკურმა ცენტრმა ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მოსკოვის დროით 12:31 წუთზე ბალისტიკური მიზნის სტარტი დააფიქსირა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბალისტიკურ მიზანს კონტროლის საშუალებები თან ახლდა 40 წამის განმავლობაში. ფრენის ტრაექტორია ხმელთაშუა ზღვის ცენტრალური ნაწილიდან აღმოსავლური სანაპიროს მიმართულებით მიმდინარეობდა (რაკეტის დაცემის რაიონი – თელ-ავივის ჩრდილოეთით 300 კილომეტრის დაშორებითაა. ამ რაიონში სირიის და ლივანის საზღვარია).