აშკელონში ერთ-ერთი კლინიკის ქართველი ექიმი: ჩვენს კლინიკაში დაშავებული ან გარდაცვლილი ქართველი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
“ჩვენს კლინიკაში დაშავებული ან გარდაცვლილი ქართველი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ ქალაქ აშკელონში ერთ-ერთი კლინიკის ქართველი ექიმი, ავთანდილ გრძელიძე აცხადებს.
რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ექიმის თქმით, დღემდე კლინიკამ მიიღო 450 დაჭრილი, რომლის უმეტესობა ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაშია.
„ეს ქალაქი და კლინიკა გახლავთ ამ ეტაპზე ყველაზე ცხელი წერტილი ისრაელში. დღის განმავლობაში აქტიურად გვესმის დაბომბვების ხმა. დღემდე კლინიკამ მიიღო 450 დაჭრილი, რომლის უმეტესობა ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენს კლინიკაში დაშავებული ან გარდაცვლილი ქართველი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა ქართველმა ექიმმა “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.