“აშშ ისრაელში ჯარის გაგზავნას არ აპირებს” – კირბი
ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელში ჯარების გაგზავნას არ აპირებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, – წერს CNN.
„ამერიკული ჯარების გაგზავნის არავითარი განზრახვა არ არსებობს”, – თქვა მან.
თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, სადაც არ უნდა იყოს ეს ინტერესები, მათ შორის, განსაკუთრებით, მსოფლიოს ამ ნაწილში“.
კირბიმ დასძინა, რომ, “ჰამასის” თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელისთვის აშშ-ის დამატებითი დახმარების პირველი ტრანში უკვე გაიგზავნა.
„ჩვენ ველით, რომ ისრაელისგან იქნება დამატებითი მოთხოვნები უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებით, რადგან ისინი ხარჯავენ საბრძოლო მასალას და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ”, – თქვა ჯონ კირბიმ.