მგზავრებმა თვითმფრინავის ცეცხლწაკიდებულ ძრავას ვიდეო გადაუღეს (ვიდეო)

 ეკატერინბურგელმა ტურისტებმა ბარსელონიდან აფრენილ თვითმფრინავის ცეცხლანთებულ ძრავას ვიდეო გადაუღეს. რუსეთის მცხოვრებლები კომპანია „ტრანსაეროს“ ლაინერის მგზავრები იყვნენ. მათი სიტყვებით, როდესაც თვითმფრინავმა აფრენა დააპირა, მგზავრებმა დაჯახების ხმა გაიგეს.
„როდესაც ლაინერმა აფრენა დაიწყო, თვითმფრინავს რაღაცამ ძლიერად დაარტყა და ყველამ დაჯახების ხმა გავიგეთ, რომელსაც ქვემეხის ხმას შევადარებდით“, – პორტალ „ელ. რუ“-სთან ინტერვიუში თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი ჰყვება.
ცეცხლი დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე იყო ანთებული, თუმცა მგზავრები პანიკაში არ ჩავარდნილან. პილოტებმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მანამდე კი თვითმფრინავს საწვავის უნდა გამოემუშავებინა. ამიტომ დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ლაინერი ზღვის თავზე ტრიალებდა. საბოლოოდ, თვითმფრინავი მზის ჩასვლის შემდეგ აეროპორტში დაჯდა, სადაც მგზავრებს დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანები ელოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 171 ადამიანი იმყოფებოდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3baYiQF0RCs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები