ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანია, რომ ომის ბოლოს “ჰამასს” აღარ ჰქონდეს სამხედრო პოტენციალი.
ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძელების სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა.
მის თქმით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ბრძოლების გამძაფრებასთან ერთად, ბოევიკები ცდილობენ, გაარღვიონ სამხრეთის საზღვარი და განახორციელონ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და ისრაელელ ჯარისკაცებზე.
ამის საპასუხოდ, არმიამ სამხრეთ საზღვარზე ჯარი გადაისროლა და აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს, პარალელურად კი, საკუთარი თავდაცვის სისტემებს აღადგენს.
„ჩვენ გვაქვს დავალება, გავანადგუროთ ისინი ან დავრწმუნდეთ, რომ ომის ბოლოსთვის “ჰამასს” არ ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები. და ეს ამოცანა მიღწეული იქნება. რა მოხდება ამ გზაზე და როგორ განვახორციელებთ ამ ამოცანას – გაირკვევა. მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩვენ ვაგრძელებთ საჰაერო დარტყმებს. და რა თქმა უნდა, იგეგმება ამ აქტივობების გაფართოება. ჯარები, რეზერვები და რეგულარული ქვედანაყოფები, რომლებიც კონცენტრირებულია სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, მზად არიან, შეასრულონ თავიანთი ამოცანები,” – თქვა კონრიკუსმა.