გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ორი მოქალაქე, გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატით ახდენდა უკანონო თევზჭერას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავი, ორი ერთეული ჩოგანბადე, ელექტროშოკური აპარატი, აკუმულატორი და სხვა აღჭურვილობა დალუქეს. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.