“ამოცანები შევასრულეთ, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის” – “ჰამასს” დიალოგი სურს

“ჰამასმა” ისრაელში ოპერაციის ამოცანები შეასრულა და მზად არის დიალოგისთვის.

ამის შესახებ Al-Jazeera-სთან ინტერვიუში მოძრაობის პოლიტბიუროს წევრმა, მუსა აბუ-მარზუკმა განაცხადა.

“ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს.  ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიისა და პოლიტიკური დიალოგისთვის”, – თქვა მან.

აბუ მარზუკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძრაობა “არ არის დახურული მოლაპარაკებებისთვის”.

ამავდროულად, “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ღირსეული უწოდა.

”რუსეთმა არ მისცა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს უშიშროების საბჭოში თავიანთი რეზოლუციის წინ წაწევის უფლება”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები