კონსერვატორიაში ალექსი მაჭავარიანის 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
კონსერვატორიის მცირე დარბაზში ალექსი მაჭავარიანის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
შესავალი სიტყვით დამსწრეებს კომპოზიტორმა, პროფესორმა გიორგი შავერზაშვილმა მიმართა.
პროგრამაში მხოლოდ ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები იყო.
მონაწილეობდნენ კონსერვატორიის კლავიშიანი და სიმებიანი მიმართულების სტუდენტები:
ნინო მოდებაძე (ფორტეპიანო, III კურსი, პროფ. ლალი სანიკიძის, კლასი) – “ცეკვა – პოემა”;
ანა ბერიაშვილი (ვიოლინო, III კურსი, ასოც. რპოფ. გიორგი ხაინდრავას კლასი) – „ჩიტუნებო”, „მესხური”, „ლაზური”;
ირაკლი გოგიბერიძე (ფორტეპიანო, III კურსი, პროფ. ლალი სანიკიძის, კლასი) – პრელუდია და ფუგა;
თეა ბახტაძე (ალტი, დოქტორანტი, ასოც. პროფ. ნინო ბაქრაძის კლასი) – „აღმოსავლური სიმღერა”;
თამარ ექვთიმიშვილი (ფორტეპიანო, II კურსი, ასოც. პროფ. ალექსანდრე გარბერის კლასი) – „ქართული ცეკვა”;
ელენე მეგრელიშვილი (ვიოლინო, III კურსი, ასისტენტ პროფესორ ლელა მჭედლიძის კლასი) – „ლაზური”, „დოლური”;
დავით ქეცბაია (ფორტეპიანო, მაგისტრი, მოწვეული პედაგოგის, მანანა კანდელაკის კლასი) – საფორტეპიანო სონატა №3, პირველი შესრულება.