ანსამბლი „მართვე” განაგრძობს რეგიონებში კონცერტების გამართვას 

14 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ანსამბლი  „მართვე” დაარსებიდან 45 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში  „მართვეს“ სიმღერის, ცეკვისა და საკრავიერი მუსიკის მიმართულებები მონაწილეობენ.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები