მედია: ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
„ჩვენ უნდა შევიდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება ახლა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი „ჰეზბოლასთან“ მეორე ფრონტის გახსნით შეშფოთებულია.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.