ტრამპი: ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები არასდროს მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
„საშინელი თავდასხმა ისრაელზე, ისევე, როგორც თავდასხმა უკრაინაზე, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი – ნულოვანი შანსი“, – დაწერა მან Truth Social-ზე.
ტრამპმა ისრაელზე თავდასხმაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა და თქვა, რომ მან სამშვიდობო ძალისხმევა შეაფერხა.
„ჰამასის“ ეს თავდასხმები სირცხვილია და ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი დიდი ძალით“, – განაცხადა ტრამპმა.