„ღაზაში საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია“ – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია.
მისი თქმით, ისინი ღაზაში ტყვედ მყოფი ისრაელებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ისრაელის მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ამგვარი მცდელობა გასულ შაბათს ჩაიშალა.